Belive

ბელარუსი მძლეოსანი იაპონიაში თავშესაფარს ითხოვს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
24 წლის ბელარუსი მძლეოსანი - კრისტინა ტიმანოვსკაია, ტოკიოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და თავშესაფარს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ტიმანოვსკაიას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო, სამშობლოში იძულებით დაბრუნებას უპირებდნენ. თავდაპირველად ტიმანოვსკაია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე დისტანციაზე (100 - 200 მეტრი) გარბენში უნდა გამოსულიყო, მაგრამ ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, მძლეოსანს მისი თანხმობის გარეშე 4X400 ესტაფეტაში უნდა მიეღო მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტიმანოვსკაიამ Instagram-ზე პოსტი განათავსა და ბელარუსი ჩინოვნიკები მწვავედ გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტის გამო, ბელარუსის წარმომადგენლება ტიმანოვსკაიას დაუყოვნებლივ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, თვითმფრინავის ბილეთი აუღეს და ტოკიოს აეროპორტში წაიყვანეს. აეროპორტის პოლიციას ტიმანოვსკაიამ განუცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მას საფრთხე ემუქრებოდა და თავშესაფარი მოითხოვა. ამ წუთისათვის ცნობილია, რომ რეისი, რომლითაც ტიმანოვსკაია სამშობლოში უნდა დაებრუნებინათ მის გარეშე შესრულდა, თავად მძლეოსანი კი ტოკიოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
111

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უგანდელი ძალოსანი - იულიუს სეკიტოლეკო გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა ძალოსანი ოსაკას პრეფექტურაში აღმოაჩინეს. ძალოსანს უგანდაში დაბრუნება არ სურდა და იაპონიაში თავსეშასფრის მიღებისა და სამსახურის პოვნის იმედს გამოთქვამდა.

სხვა სტატიები