Belive

ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლის ცხრილის სათავეში ყოფნაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია. გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ბოლო მათგანში კი, მოედანზე 10 ფეხბურთელით მყოფმა, მოქმედ ჩემპიონ "დინამო თბილისს" "ბორის პაიჭაძეზე" აჯობა -1:2. გორის "დილას" ამ გამარჯვების შემდეგ, მეორე პოზიციაზე ვიცე-ჩემპიონი ამაღლდა. ბათუმის "დინამომ" "ტორპედოსთან" (2:0) მოგებით თავი ათ ქულას მოუყარა და მოსახელე დედაქალაქურ კლუბს გადაასწრო. ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა მეორე იმერული კლუბი - საჩხერის "ჩიხურამ" კახეთში, "თელავთან" წააგო - 0:2. სამაგიეროდ, იმარჯვა ამ რეგიონის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - "სამტრედიამ". კახა კაჭარავას გუნდმა, თბილისში, "მერანს" მატჩი შემოუბრუნა  - 2:1. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც გოლი არ გასულა, თბილისური დერბი აღმოჩნდა - "მიხეილ მესხზე", "საბურთალომ" და "ლოკომოტივმა" ქულები გაიყვეს - 0:0.
მეექვსე ტურის შედეგები:  "თელავი" - "ჩიხურა" 2:0 "მერანი" - "სამტრედია" 1:2 "საბურთალო" - "ლოკომოტივი" 0:0 "დინამო ბ" - "ტორპედო" 2:0 "დინამო თ" - "დილა" 1:2 სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ: 
გურ
მეექვსე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: ლუკა სანიკიძე ("თელავი"). მცველები: გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი"), დავით ხურცილავა ("დილა"), გიორგი ლაცაბიძე ("დილა"). ნახვარმცველები: ნიკა გაგნიძე ("დილა"), სტრაჰინია პავიშიჩი ("სამტრედია"), გიული მანჯგალაძე (ბათუმის "დინამო"), რაფაელ ჩუკვურა ("თელავი"), გრიგოლ ჩაბრაძე ("თელავი"). თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი ("დილა"), ნიჯატ ყურბანოვი ("სამტრედია"). მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე ("დილა").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები