ევლოევი თოფურიას: ,,მატადორი კი არა, წითელი ტილო ხარ რომელსაც ოქტაგონის მოსაწმენდად გამოვიყენებ”

23 იანვარს, UFC 270-ზე, ერთმანეთს ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი დაუპირისპირდებიან.

ქართველი მებრძოლის პროგნოზით, შეხვედრა მისი ნოკაუტით პირველივე რაუნდში დასრულდება. თოფურიას კომენტარს ევლოევმა სოციალურ ქსელში უპასუხა:

,,იოცნებე, ესპანელო! მატადორი კი არა, წითელი ტილო ხარ, რომელსაც ოქტაგონის მოსაწმენდად გამოვიყენებ,” – დაწერა ევლოევმა ტვიტერის პირად გვერდზე.


ილია თოფურიას ანგარიშზე UFC-ში 3 ბრძოლა და 3 მოგებაა, დაუმარცხებელია მოვსარ ევლოევიც, რომელმაც აქამდე გამართულ ხუთივე დაპირისპირებაში იმარჯვა.


ევლოევი თოფურიას: ,,მატადორი კი არა, წითელი ტილო ხარ რომელსაც ოქტაგონის მოსაწმენდად გამოვიყენებ”

სტატიის ავტორი
-