Belive

ოლიმპიადა, 1 აგვისტო - ხვალ ტოკიოში იაკობ ქაჯაია იასპარეზებს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ხვალ, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. მერვედფინალიდან იასპარეზებს ევროპის მოქმედი ვიცეჩემპიონი, იაკობ ქაჯაია, რომელიც პირველ დაპირისპირებას მატი ელიას კუსმანენის (ფინეთი) წინააღმდეგ ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მოჭიდავის მომავალი მეტოქე სერგეი სემიონოვსა (რუსეთი, 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი) და აბდელატიფ მოჰამედს (ეგვიპტე) შორის გამარჯვებული იქნება. ბადის მეორე მხარესაა ოლიმპიადის სამგზის და მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული, მიხაინ ლოპეს ნუნიესი (კუბა) და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რიზა კაიაალპი (თურქეთი), რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ იაკობ ქაჯაიას მოუგო. ხვალინდელი ასპარეზობა 06:00 საათიდან აიღებს სტარტს და მერვედფინალური და მეოთხედფინალური დაპირისპირებები ერთ ბლოკში გაიმართება, რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, შეხვედრები 13:15 საათზე დაიწყება.

 

სხვა სტატიები