ზედიზედ მეოთხედ – აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ფინალში აშშ-ს ნაკრებმა საფრანგეთი 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87-82 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდს 29 ქულით, 6 მოხსნით, 3 ასისტითა და 1 დაფარებით კევინ დურანტმა ულიდერა. 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე.

საფრანგეთის ნაკრებში 16 ქულითა და 8 მოხსნით რუდი გობერი გამოირჩა. 16 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა ევან ფურნიემ.

ამერიკელებმა ოლიმპიადის ფინალში მეჩვიდმეტედ ითამაშეს, ფრანგებმა კი მესამედ და წინა ორი შემთხვევის მსგავსად, ასპარეზობა კვლავ ვერცხლის მედლებით დაასრულეს.


ზედიზედ მეოთხედ - აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია 1

ზედიზედ მეოთხედ – აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-