Belive

ცნობილია ნაკრები, რომელიც ევრობასკეტზე რუსეთს შეცვლის

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში წარმოებული ომის გამო, პრაქტიკულად ყველა სპორტულმა ორგანიზაციამ რუსეთის ნაკრები და სპორტული კლუბები დასაჯა. გამონაკლისი არც FIBA-მ დაუშვა, რომელმაც რუსეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტიდან მოკვეთა. FIBA-ს წესდების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნაკრები ევრობასკეტიდან იხსნება, მის ადგილს ის ნაკრები იკავებს, რომელსაც საკვალიფიკაციო ტურნირში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევრობასკეტის საგზურს მონტენეგრო მიიღებს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რუსეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, რომელსაც ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში უნდა ჩაეტარებინა, მონტენეგრო ჩაანაცვლებს. მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და ოფიციალურად გადაწყვეტილება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება მიღებული. სიმბოლურია, რომ ევრობასკეტზე მონაწილეობის მისაღებ მოსაწვევს, მონტენეგრო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მე-16 წლისთავზე მიიღებს. ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, ევრობასკეტის A-ჯგუფში მასპინძელი საქართველო, ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი და მონტენეგრო იასპარეზებენ. შეგახსენებთ, ევრობასკეტი 1-18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც ევროპის 5 ქალაქი უმასპინძლებს. A-ჯგუფის მატჩები თბილისში ჩატარდება.

სხვა სტატიები