Belive

თორნიკე შენგელიას ვირტუსი იტალიის სერია ა-ს ფინალში გავიდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეიოფის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში ,,ვირტუსმა” ,,ტორტონას” სტუმრად 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:69 მოუგო და სერია 3:0 დახურა. ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 26 წუთში 14 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 10-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ვირტუსს” 17 ქულით, 9 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით მუამადუ ჟაიტემ ულიდერა. შენგელიას გუნდი იტალიის სერია ა-ს ფინალში გავიდა. ,,ვირტუსის'' მეტოქე ,,მილანისა'' და ,,სასარის'' დაპირისპირებაში (2:0) ირკვევა.


სხვა სტატიები