საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ,,ტენერიფემ” ,,მანრესას” 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:87 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა.
,,ტენერიფეს” შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს” 18 ქულით, 3 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 ჩაჭრით სასუ სალინმა ულიდერა. 13 ქულა, 14 პასი და 3 მოხსნა იყო მარსელინიო უერტასის ანგარიშზე.
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში საშუალოდ 13,3 ქულას, 6,5 მოხსნას, 1,1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ქართველი ცენტრი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
There’s a reason @gioshermadini has been the best big man in the #BasketballCL for the last three seasons… 🤷♂️#FinalFour @CB1939Canarias pic.twitter.com/tmCUJBKUa2
— Basketball Champions League (@BasketballCL) May 8, 2022