შენგელიას ორმაგი დუბლი – ცსკამ სტუმრად ალბასთან იმარჯვა (მიმოხილვა)

,,უნიქსთან” განადგურების შემდეგ, მოსკოვის ,,ცსკამ” ევროლიგის მე-16 ტურში ,,ალბა” სტუმრად 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 93:90 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მოსკოვურმა გუნდმა 7 ქულით მოიგო.

,,ცსკას” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი გაიფორმა თორნიკე შენგელიამ – ქართველმა ფორვარდმა 24 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოსკოველებს იოჰანეს ვოიტმანმა ულიდერა, რომელმაც 16 ქულას, 5 მოხსნას, 5 პასს, 3 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

,,ალბას” შემადგენლობაში 26 ქულით, 7 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნითა და 2 ჩაჭრით მაოდო ლო გამოირჩა. უკანახაზელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ცსკა” 10 მოგებითა და 6 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა, ,,ალბა” კი 5 მოგებითა და 11 მარცხით მე-15 ადგილს იკავებს. შენგელიას გუნდი მომავალ შეხვედრას 23 დეკემბერს მადრიდის ,,რეალთან” გამართავს.


მატჩის მიმოხილვა

შენგელიას ორმაგი დუბლი - ცსკამ სტუმრად ალბასთან იმარჯვა (მიმოხილვა) 1

შენგელიას ორმაგი დუბლი – ცსკამ სტუმრად ალბასთან იმარჯვა (მიმოხილვა)

სტატიის ავტორი
-