Belive

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: " მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს..."

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მოსკოვის "ცსკაში" თორნიკე შენგელიას ტრანსფერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გამოეხმაურა.
" შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ "ბასკონია" ოფიციალურად დატოვა, რის შემდეგაც მოსკოვურმა "ცსკამ" სოციალურ ქსელში, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ვიდეო დადო, სადაც დაადასტურეს და გააოფიციალურეს, რომ შენგელია რუსული არმიის კლუბში ჩაირიცხა. იგი "ცსკაში" მომავალი 3 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

ფოტო: ლევან ვერძეული

სხვა სტატიები