Belive

მაკფადენი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის MVP-ობის კანდიდატია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შემდეგ, FIBA სათამაშო დღის საუკეთესო კალათბურთელს ავლენს. 5 კანდიდატს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი, თად მაკფადენიც მოხვდა, რომელმაც უკრაინასთან მოგებულ მატჩში 27 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა (29 მარგი ქმედების კოეფიციენტი). მაკფადენის კონკურენტები მილოშ ტეოდოსიჩი (21 ქულა, 9 ასისტი, 27 მარგი ქმედების კოეფიციენტი), ტედი ოკერეაფორი (19 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 27 მარგი ქმედების კოეფიციენტი), ოსვალდას ოლისიავიჩუსი (20 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 29 მარგი ქმედების კოეფიციენტი) და არტიომ პარახოვსკი (16 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება, 26 მარგი ქმედების კოეფიციენტი) არიან.

მაკფადენისთვის ხმის მიცემას ამ ლინკზე შეძლებთ.


 
View this post on Instagram
 

A post shared by FIBA Basketball World Cup (@fibawc)

სხვა სტატიები