Belive

რასელ ვესტბრუკი ლეიკერსის კალათბურთელია!

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გუნდები საკუთარი შემადგენლობის გადახალისებასა და განახლებაზე არიან ორიენტირებულნი, რისთვისაც, როგორც დრაფტს, ასევე შიდა ცვლილებებს იყენებენ. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შენაძენი ამ ეტაპისათვის "ლეიკერსმა" განახორციელა, რომელთა რიგებსაც ახალი სეზონიდან NBA-ის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი, რასელ ვესტბრუკი გააძლიერებს. ვაშინგტონ "ვიზარდსი" მნიშვნელოვანი ფიგურის გარეშე დარჩა, თუმცა გუნდმა მნიშვნელოვანი პრივილეგიები მოიპოვა. ვესტბრუკის ნაცვლად "ვიზარდსის" რიგებში 4 ახალი კალათბურთელი ითამაშებს, ესენი არიან: კაილ კუზმა, კენტავიუს კოლდუელ-პოუპი, მონტრეზ ჰარელი და 2021 წლის დრაფტის 22-ე ნომერი. საყურადღებოა, რომ აღნიშნულთან ერთად დედაქალაქელებმა 2024 და 2028 წლის მეორე რაუნდის პიკის არჩევის პრივილეგიაც მიიღეს. ამრიგად, "ბრუკლინს" "ლეიკერსის" სახით უმნიშვნელოვანესი კონკურენტი გამოუჩნდა, რაც ახალ სეზონს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

სხვა სტატიები