NBA-ს საზაფხულო მატჩებში, მოქმედ ჩემპიონ “მილუოკში”, მეორე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც “ბრუკლინის” წინააღმდეგ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და მისი მონაგარი შემდეგია: 10 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
“მილუოკი ბაქსის” ოფიციალურ გვერდზე სანდროს შესახებ პოსტები მატულობს და მას ამერიკაშიც ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. ქართველ სპორტსმენს სპორტული მიმომხილველები და გულშემატკირები დადებითად აფასებენ, რადგან საზაფხულო ლიგის 2 მატჩში თავის კარგად წარმოჩენა შეძლო.
ბრუკლინთან მატჩის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:
“მიყვარს ორგანიზაცია. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ მოთამაშეების განვითარებაზე. მოუთმენლად ველი, რომ მოვუსმინო იანისს, ჯრუსა და კრისს და მათგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო”.