მეტ ჯენინგი კვლავ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს

მეტ ჯენინგი კარიერას “მანრესაში” გააგრძელებს – ინფორმაციას ესპანური გუნდის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

32 წლის ამერიკელი კალათბურთელი, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და ზუროსის ნაკრებში თამაში შეუძლია, “ბასკონიას” დატოვების შემდეგ უგუნდოდ იყო.

როგორც ცნობილია, “მანრესამ” ჯენინგთან 2 თვიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ კი მხარეები მოგვიანებით მოილაპარაკებენ.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჯენინგმა საქართველოს ნაკრებში 2 თამაში ჩაატარა. 2019 წელს ისრაელს მან 15 ქულა ჩაუგდო, საბერძნეთს კი – 17.

მეტ ჯენინგი კვლავ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-