Belive

მამუკელაშვილი დრაფტზე ინდიანამ აირჩია და მილოუკიში გაუშვა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის 2021/22 წლების სეზონში სანდრო მამუკელაშვილი "მილოუკი ბაქსის" რიგებში ითამაშებს. ქართველი კალათბურთელი დრაფტის 54-ე ნომრად "ინდიანა პეისერსმა" აირჩია, თუმცა მომენტალურად "მილოუკი ბაქსში" დაატრეიდა. 22 წლის ქართველ კალათბურთელს ექსპერტები "ინდიანა პეისერსს" დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, სანდრო NBA-ის წლევანდელ ჩემპიონში აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა გასული სეზონი "სეტონ ჰოლის" რიგებში გაატარა. სანდრო გუნდის ლიდერი იყო, ის საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნასა და 3.2 გადაცემას აგროვებდა.

სხვა სტატიები