კარმელო ენტონი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. 37 წლის კალათბურთელმა ინფორმაცია ოფიციალურად სოციალურ ქსელში დაადასტურა.
როგორც ცნობილია, კარმელომ ახალ გუნდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ “ნიქსი” ენტონის დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა, გამოცდილი კალათბურთელი “ლეიკერსს” შეუთანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 37 წლის ფორვარდი “პორტლენდის” რიგებში თამაშობდა. კარმელო გასულ სეზონში საშუალოდ 13.4 ქულას, 3,1 მოხსნასა და 1,5 გადაცემას აგროვებდა.
— Carmelo Anthony (@carmeloanthony) August 3, 2021