Belive

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ტენერიფეს'' ცენტრი, გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გარდა, ხუთეულში, ასევე, ჯო რაგლანდი (ჰაპოელ ჰოლონი), იონა რადებო (ლუდვიგსბურგი), ჩიმა მონეკე (სეზონის MVP; მანრესა) და კრის ჯონსონი (ჰაპოელ ჰოლონი) მოხვდნენ. გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში საშუალოდ 13.3 ქულას, 6.5 მოხსნას, 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ქართველი ცენტრის გუნდი ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ,,მანრესას'' დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, 22:00 საათზეა ჩანიშნული.


სხვა სტატიები