Belive

ევრობასკეტზე მამუკელაშვილი მოხსნებში ერთ-ერთი საკეთესო იყო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ქართველი კალათბურთელისთვის ეს ევრობასკეტი ნამდვილად გამორჩეული იყო. ყველა შეხვედრაში სანდრო გუნდს ლიდერობდა და პარკეტზე ბოლომდე იხარჯებოდა. მან გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა და კალათბურთის სამყაროსაც უკეთ გააცნო თავი.

ქართველი ფორვარდის კარგი თამაში სტატისტიკაშიც აისახა. 23 წლის კალათბურთელი ევრობაკეტზე მოხსნებში ერთ-ერთი საუკეთეო იყო. ის ერთ მატჩში საშუალოდ 11 მოხსნას აგროვებდა. სანდროზე კარგი შედეგი მხოლოდ ბულგარელმა საშა ვეზენკოვმა დააფიქსირა. "მამუმ" უკან ისეთი ვარსკვლავები ჩამოიტოვა, როგორებიც იონას ვალანჩუნასი, ნიკოლა იოკიჩი და რუდი გობერი არიან.

Capture-36

სხვა სტატიები