Belive

Eurohoops - შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გავლენიანი საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, ევროლიგაში მოასპარეზე 10 საუკეთესო კალათბურთელის ვინაობას ასახელებს, რომელთაც კარიერის გაგრძელება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) შეუძლიათ. Eurohoops-ი შენგელიას ევროლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად მიიჩნევს, რომლის ტრანსფერზეც ევროპული გრანდები მუშაობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპული გრანდების ინტერესის მიუხედავად, შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს. თორნიკე შენგელია (30 წლის - 2012 წლის NBA-ს დრაფტი: 42) Eurohoops: "ამჯერად რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. 2012-14 წლებში, შენგელია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) "ბრუკლინისა" და "ჩიკაგოს" რიგებში ასპარეზობდა. ის ევროპაში დაბრუნდა და ჩამოყალიბდა, როგორც კონტინენტის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი. "ცსკას" დატოვებისა და "ვირტუს ბოლონიაში" ჩატარებული მატჩების შემდეგ, ევროლიგის საზაფხულო სატრანსფერო რადარზე, შენგელია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავია". "გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თორნიკე შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს. მედიაში გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ის მოწადინებულია, რომ კვლავ NBA-ში დაბრუნდეს. ზაფხულში, შენგელია თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს, "ბარსელონა" და "ვირტუსი" ქართველთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, მისი მსურველი გაცილებით უფრო მეტია, მაგრამ, შენგელია ზარს NBA-დან ელის".

სხვა სტატიები