Belive

ESPN | დონჩიჩის 5-წლიანი კონტრაქტი და კოლოსალური ანაზღაურება

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა დონჩიჩი და "დალას მავერიქსი" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. წყაროს მტკიცებით, დონჩიჩმა კონტრაქტი 5-წლით გაახანგრძლივა. განახლებული კონტრაქტის თანახმად, "დალასის" ვარსკვლავი 5-წლის განმავლობაში $207 მილიონს მიიღებს. ახალი კონტრაქტი (Supermax Rookie Extension) NBA-ის 2022/2023 წლების სეზონიდან შევა ძალაში და მისი ღირებულება ჯამში $207 მილიონს შეადგენს.
"დღეს ჩემი ოცნება ახდა. კალათბურთმა ბევრი რამ მომცა და უამრავი გასაოცარი ადგილის ნახვის შესაძლებლობა მივიღე. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ დალასის ნაწილად ვრჩები. უდიდესი მხარდაჭერისთვის კლუბის გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. მოუთმენლად ველი მომავალს, როგორც საკალათბურთო პარკეტზე - ასევე მის მიღმა", - აღნიშნა დონჩიჩმა ESPN-თან საუბარში. 

სხვა სტატიები