ესპანეთის ჩემპიონატში ათწლეულის კალათბურთელს ირჩევენ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენას იწყებს.

16 კანდიდანტს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და “ბასკონიას” ყოფილი წევრი, თორნიკე შენგელია.

ACB ლიგა დეკადის საუკეთესო კალათბურთელს Twitter-ზე გამოკითხვის სახით გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ თორნიკე მოხვდა ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორებიც არიან: ლუკა დონჩიჩი, ანტე ტომიჩი, ფაკუნდო კამპაცო, ბოიან დუბლევიჩი, ნიკოლა მიროტიჩი და სხვა.

პირველ წრეში შენგელიას მეტოქე “რეალ მადრიდის” კალათბურთელი, ჯეისი ქეროლი იქნება – გამოკითხვა სტარტს ზეგ, 7 იანვარს აიღებს.

¡Tú eliges al MVP Movistar de la década!
🏀 16 candidatos #MVPMovistarDécada elegidos por un jurado de expertos
🗳️ Votaciones en Twitter @ACBCOM
📊 Inicio: 7 de enero

➕info http://acb.com/articulo/ver/187322

Posted by ACB – Asociación Clubes Baloncesto on სამშაბათი, 05 იანვარი, 2021

ესპანეთის ჩემპიონატში ათწლეულის კალათბურთელს ირჩევენ

სტატიის ავტორი
-