ევროლიგის ფინალურ შეხვედრაში ,,ეფესმა” ,,რეალს” 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 58:57 მოუგო და ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
თურქულ გუნდს ვასილიე მიციჩმა ულიდერა, რომელმაც 36 წუთში 23 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სერბი კალათბურთელი ოთხთა ფინალის MVP-ად დასახელდა. 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო ტიბორ პლაისის ანგარიშზე.
,,რეალის” შემადგენლობაში 14 ქულით, 11 მოხსნით, 1 პასით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ედი ტავარესი გამოირჩა.
,,ეფესმა” ევროლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო, ,,რეალი” კი, რომლის ანგარიშზეც 10 ჩემპიონობაა, ფინალში მეცხრედ დამარცხდა.
