გიორგი ბეჟანიშვილი “ილინოისის” რიგებში წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში მისი გუნდი დამარცხდა.
“ვისკონსინისა” და “ილინოისის” შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით – 64:58 დასრულდა.
ბეჟანიშვილმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა, მის აქტივში 10 ქულა, 4 მოხსნა და 3 ბლოკია.
მომდევნო შეხვედრას “ილინოისი” 23 თებერვალს, “პენ შტატის” წინააღმდეგ გამართავს.