საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ტენერიფემ” ,,ჰაპოელ ჰოლონს” 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 78:71 მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა.
ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი, რომელმაც 22 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს” 17 ქულით, 9 ასისტით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით მარსელინიო უერტასმა ულიდერა.
ფინალში ,,ტენერიფეს” მეტოქე დღეს ,,რიზენ ლიუდვიგსბურგისა” და ,,მანრესას” დაპირისპირებაში გაირკვევა. ფინალური მატჩი 8 მაისსაა ჩანიშნული.
¡¡ A la final !!
Tercera final europea en cinco años ‼️ Meritazo ‼️
💛🖤 #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/QRsQ59WGIa
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) May 6, 2022