UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ბარსელონამ” “ლიონი” 5:1 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა.
“ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, დუბლი გაიფორმა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
31 წლის არგენტინელი ზედიზედ მე-11 სეზონში ახერხებს ყველა ტურნირზე მინიმუმ 35 ბურთის გატანას. აქვე გეტყვით, რომ მესიმ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტუნირზე გუშინ 131-ე შეხვედრა ჩაატარა. “ბლაუგრანას” მაისურით მასზე მეტი, 151 შდხვედრა მხოლოდ ხავის აქვს ჩატარებული.