Belive

ვინ ლიდერობს ოქროს ბუცის გათამაშებას გატანილი პენალტების გამოკლებით?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესი თავისი კარიერაში მე-6 ოქროს ბუცის მოგებასთან ახლოსაა. იმ შემთხვევაში, თუ ჯილდო წელს არგენტინელს ერგება, ლეო მოპოვებული ოქროს ბურთების რაოდენობით თავის რეკორდს დაამხობს. მესიმ მიმდინარე სეზონში "ბარსას" მაისურით 29 გოლი გაიტანა. მართალია, რომ ის გოლებით ქართველ ფეხბურთელს, ზაქარია ბეგლარიშვილს ჩამორჩება, თუმცა ცხადია, რომ ქულების ათვლისას ლა ლიგას უფრო მეტი კოეფიციენტი აქვს, ვიდრე ესტონეთის ჩემპიონატს. ამ მომენტისთვის მესი 58 ქულით პირველია, მე-2 ადგილზე 52 ქულით კილიან მბაპეა, მესამეზე კი ფაბიო კუალიარელა - 42 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ქულებს გატანილ პენალტებს გამოვაკლებთ, მივიღებთ, რომ 50-50 ქულით მესი და მბაპე პირველ ადგილს ინაწილებენ. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელს სერია ა-ში 19 ბურთი აქვს გატანილი, თუმცა 5 თერთმეთმეტრიანის გამოკლებით ის ევროპაში დაახლოებით, მე-17 პოზიციაზე გადადის.

სხვა სტატიები