Belive

ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი გატუზო იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვალენსიაში" ხოსე ბორდალასს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ჯენარო გატუზო შეცვლის. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ღამურები" იტალიელს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად მალე წარადგენენ. ცნობილია, რომ "ვალენსიადან" ბორდალასის წასვლის მიზეზი სპეციალისტსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული უთანხმოებაა. გიორგი მამარდაშვილმა ბორდალასისგან მოულოდნელად დიდი ნდობა მიიღო. მეორე გუნდში სათამაშოდ გადასული ქართველი მეკარე ესპანელმა "ვალენსიას" სასტარტო ფეხბურთელად აქცია. 21 წლის ახალგაზრდა ქართველმა "ვალენსიას" მაისურით კოპა დელ რეის ფინალშიც ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს ქართველ ფეხბურთელებთან მანამდეც უმუშავია. ბერძნულ "ოფიში" მუშაობის დროს გიორგი მერებაშვილი და გიორგი ლორია სწორედ იტალიელის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ.

სხვა სტატიები