Belive

უკრაინულ პრესაში შევჩენკოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი სახელდება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დღეს უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა. უკრაინული პრესის ინფორმაციით, სპეციალისტი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას ახალი კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ვერ შეუთანხმდა. Обозреватель-ის ცნობით, შევჩენკომ მთელი სამწვრთნელო შტაბისთვის 3 მილიონი დოლარი მოითხოვა, რაზეც ხელმძღვანელობისგან უარი და 1.5-მილიონ დოლარიანი შეთავაზება მიიღო. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას ინფორმაცია მწვრთნელის წასვლის შესახებ ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. რუსული championat-ი წერს, რომ მხარეები, შესაძლოა, პირობებზე მაინც შეთანხმდნენ.
,,დღეს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან’ (UAF) ჩემი კონტრაქტი ამოიწურა. ხუთი წელი გავატარე ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ეს იყო ურთულესი შრომა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ. უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის შესაძლებლობისთვის UAF-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელ საბჭოს მადლიერი ვარ. მადლობას ვუხდი გუნდის თითოეულ წევრს, ყველას, ვინც დაგვეხმარა და ჩართული იყო ამ საქმიანობაში. უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის. ერთად შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი თამაში შეიძლება იყოს კონკურენტული, პროდუქტიული და ამაღელვებელი!” – ვკითხულობთ ანდრეი შევჩენოკოს განცხადებაში.
უკრაინის ეროვნული ნაკრები შევჩენკომ 2016 წელს ჩაიბარა; 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე გუნდი მეოთხედფინალამდე გაიყვანა, თუმცა, ინგლისის ნაკრებთან ანგარიშით 4-0 დამარცხა. უკრაინამ ევრო 2020-ზე 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

სხვა სტატიები