Belive

უეფას ერთა ლიგა 2022/23: რა უნდა ვიცოდეთ წილისყრის წინ?

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2022 წელს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მიზანი უეფას ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა იქნება. 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში აღნიშნული ტურნირის რიგით მესამე გათამაშების წილისყრა უნდა გაიმართოს. იქამდე, ვიდრე ცნობილი გახდება, თუ რომელი გუნდები იქნებიან "ჯვაროსნების" მეტოქეები, შევეცდებით ერთა ლიგის მოახლოებული წილისყრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

როდის და სად შედგება წილისყრა?

შვეიცარია, ნიონი, 16 დეკემბერი, თბილისის დროით 21:00 საათი. პირდაპირი ტრანსლიაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში.
Image 107

საქრათველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები

საქართველიოს ნაკრები უეფას ახალ ტურნირზე მონაწილეობას მესამედ მიიღებს, რომლის წილისყრამდეც C დივიზიონის მესამე კალათაში იმყოფება. აქ გუნდები რეიტინგის მიხედვით არიან გადანაწილებულნი, საქართველოს ნაკრები კი მესამე კალათაში ლიეტუვის, აზერბაიჯანის და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად იმყოფება. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის დაკომპლექტების გზას, თითო კალათიდან ამოსული თითო ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომლებიც ერთმანეთს ორჯერ, საშინაო და გასვლითი შეხვედრების ეგიდით დაუპირისპირდებიან. C დივიზიონის ოთხ კალათაში გუნდები შემდეგნაირად არიან გადანაწილებულნი: 1
  • თურქეთი
  • სლოვაკეთი
  • ბულგარეთი
  • ჩრდ. ირლანდია
2
  • საბერძნეთი
  • ბელარუსი
  • ლუექსემბურგი
  • ჩრდ. მაკედონია
3
  • ლიეტუვა
  • საქართველო
  • აზერბაიჯანი
  • კოსოვო
4
  • ყაზახეთი ან მოლდოვა
  • კვიპროსი ან ესტონეთი
  • გიბრალტარი
  • ფარერების კუნძულები
კალათებში გუნდების გადანაწილების შედეგად, შესაძლოა პოტენციურად საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე რთული ჯგუფი წარმოვიდგინოთ, რომელიც ასე გამოიყურება.
  • თურქეთი
  • საბერძნეთი
  • საქართველო
  • ყაზახეთი
თუმცა, ცხადია არსებობს უფრო იოლი ვარიანტებიც, საიდანაც ყველაზე სასურველი ჯგუფის პოტენციურად დაკომპლექტება შეგვიძლია.
  • ჩრდილოეთ ირლანდია
  • ლუქსემბურგი
  • საქართველო
  • გიბრალტარი/ფარერების კუნძულები
როგორც ჩანს საქართველოს ნაკრებს როგორც სიკვდილის ჯგუფში მოხვედრის, ისე გაცილებით მარტივ და ისეთ მეტოქეებთან დაპირისპირების თეორიული შანსი აქვს, რომლებთანაც აქამდეც უმარჯვია - ყველაფერი წილისყრაზე იქნება დამოკიდებული.
Image 8

კალენდარი

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშება სტარტს 2022 წლის ივნისში აიღებს და ჯგუფური ეტაპის შეხვედრები სექტემბერში დასრულდება, დეტალურად 6 ტურის კალენდარი ასე გამოიყურება:
  • 1 ტური - 2-4 ივნისი
  • 2 ტური - 5-8 ივნისი
  • 3 ტური - 8-11 ივნისი
  • 4 ტური - 12-14 ივნისი
  • 5 ტური - 22-24 სექტემბერი
  • 6 ტური - 25-27 სექტემბერი
პლეიოფები, რომელიც ნახევარფინალის და ფინალის შეხვედრას მოიცავს 2023 წლის ივნისში გაიმართება.  

სხვა სტატიები