Belive

ცნობილია როდის დაბრუნდება ვირჯილ ვან დაიკი მოედანზე 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ გუნდის ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დიკი შესაძლოა, მოედანზე 29 ივლისს ბერლინის ჰერტასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში დაბრუნდეს. "ვირჯილი თავს კარგად გრძნობს, ის აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. ის ჯერ არ ასრულებს მთელ პროგრამას, მაგრამ მე ვხედავ დადებით მომენტებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირჯილმა რამდენიმე წუთი ითამაშოს მომავალ შეხვედრაში. ის ვარჯიშისას მართლაც კარგად გამოიყურება და იქნებ შევძლოთ და იგი მოედანზე ვიხილოთ, მაგრამ ამისთვის მასთან საუბარია საჭირო. ის მზადაა, ვნახოთ რა მოხდება", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა. 30 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა 2020 წლის ოქტომბერში პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩში ჯვარედინი მუხლის კუნთის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

სხვა სტატიები