Belive

Transfermarkt-ის ვერსიით, ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვინისიუსი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Transfermartk-მა სეზონის დასრულების შემდეგ, ლა ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. პორტალის ვერსიით, ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ვინისიუს ჟუნიორია, რომელიც 100 მილიონ ევროდაა შეფასებული. გასულ სეზონთან შედარებით, ბრაზილიელის ღირებულებამ 60 მილიონი ევროთი მოიმატა. მეორე ადგილს კატალონიის ,,ბარსელონას'' ნახევარმცველი, პედრი იკავებს, რომლის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა. სამეულში მოხვდა ,,სამეფო გუნდის'' კიდევ ერთი ფეხბურთელი - ფედერიკო ვალვერდე (70 მილიონი ევრო). 70 მილიონადაა შეფასებული ,,ატლეტიკოს'' თავდამსხმელი, ჟოაო ფელიქსიც. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები Transfermarkt-ის ვერსიით:
  1. ვინისიუს ჟუნიორი - 100 მილიონი ევრო (რეალი)
  2. პედრი - 80 მილიონი ევრო (ბარსელონა)
  3. ჟოაო ფელიქსი - 70 მილიონი ევრო (ატლეტიკო)
  4. ფედერიკო ვალვერდე - 70 მილიონი ევრო (რეალი)
  5. როდრიგო - 60 მილიონი ევრო (რეალი)
  6. კუნდე - 60 მილიონი ევრო (სევილია)
  7. მიკელ ოიარსაბალი - 60 მილიონი ევრო (სოსიედადი)
  8. ედერ მილიტაო - 60 მილიონი ევრო (რეალი)
  9. გავი - 60 მილიონი ევრო (ბარსელონა)
  10. ტიბო კურტუა - 60 მილიონი ევრო (რეალი)
  11. ანსუ ფატი - 60 მილიონი ევრო (ბარსელონა)
  12. ფრენკი დე იონგი - 60 მილიონი ევრო (ბარსელონა)

სხვა სტატიები