Belive

ტოტენჰემმა ლიონის ნახევარმცველი რეკორდულ თანხად შეიძინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემმა" ფრანგული "ლიონის" ცენტრალური ნახევარმცველი რეკორდულ თანხად, £65 მილიონად შეიძინა. 22 წლის ტანგი ნდომბელე "ტოტენჰემში" 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. კონტრაქტის თანახმად, ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, შეთანხმება დამატებით 1 წლის შეიძლება გახანგრძლივდეს. თავის მხრივ, ფრანგულმა "ლიონმა" ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვით სოლიდური ფინანსური მოგება ნახა, ვინაიდან სულ რაღაც 1 წლის წინ, "ამიენს" ნდომბელეს სანაცვლოდ £7 მილიონი გადაუხადა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ტოტენჰემში" გადასვლის სურვილს ნდომბელე ჯერ კიდევ ზამთარში გამოხატავდა: "„ტოტენჰემი ნამდვილად დიდი გუნდია. პრემიერ ლიგაში მათ მეოთხე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშეს. რომელ ფეხბურთელს არ ენდომება ასეთ გუნდში თამაში?“ აღნიშნავდა მაშინ ნდომბელე. ნდომბელეს სახით, მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე, "ტოტენჰემმა" უკვე მეორე შენაძენი გააკეთა - 18 წლის ჯეკ კლარკის სანაცვლოდ £5.4 მილიონი გადაუხადა, თუმცა მომდევნო სეზონს კლარკი იჯარის წესით კვლავ "ლიდსში" გაატარებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ კლარკის და ნდომბელეს შეძენამდე, "ტოტენჰემს" ტრანსფერი 18 თვის განმავლობაში არ ჰქონდა გაკეთებული.

სხვა სტატიები