Belive

,,ტექნიკური მარცხი პოლონეთს და მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ'' - რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, ვიაჩესლავ კოლოსკოვი, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პოლონელები რუსეთის ნაკრების წინააღდეგ თამაშს არ აპირებენ:
,,პოლონეთის პოზიცია აბსოლუტურად არასწორია. მატჩის ჩატარების ადგილის შესახებ ფიფას გადაწყვეტილება არ არსებობს. თუ ისინი ნეიტრალურ მოედანზე არ ითამაშებენ, დაისჯებიან და ამით ყველაფერი დასრულდება. ტექნიკური მარცხი პოლონეთს და მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ. სხვა არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება. თუ ჩვენ არ ჩავალთ, მაშინ მარცხი ჩვენ ჩაგვეთვლება. სპორტული პრინციპი? ამაში დამნაშავე პოლონეთის ფეხბურთის კავშირია და არა ჩვენ ან ფიფა. დაე, პასუხი აგონ!'' - განაცხადა კოლოსკოვმა.
პოლონეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას რობერტ ლევანდოვსკიც გამოეხმაურა: ,,ეს სწორი გადაწყვეტილებაა! ასეთ სიტუაციაში, როცა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება, რუსეთთან თამაში ვერ წარმომიდგენია. ამაზე პასუხისმგებლები რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები არ არიან, მაგრამ, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ, თითქოს, არაფერი ხდება.”
რუსეთსა და პოლონეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის მატჩი 24 მარტს, მოსკოვშია ჩანიშნული.

სხვა სტატიები