“რეალ ბეტისის” ქომაგებს საშობაოდ ლამაზი ტრადიცია აქვთ. ყოველწლიურად, საახალწლო პერიოდის მოახლოების პარალელურად, სევილიელი ქომაგები, “ბენიტო ვილამარინზე” ჩატარებული მატჩებისას, საბავშვო სათამაშოებს მოედნისკენ ისვრიან, რითიც მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობაში იღებენ. ტრიბუნებიდან მოედანზე მოხვედრილი სათამაშოები, შეხვედრის შესვენებაზე იკრიბება და რეგიონის სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგდება.
“სათამაშოების წვიმას” უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს, თუმცა, მიმდინარე წელს, ისევე, როგორც თითქმის სხვა ყველაფერს, თავისი კვალი კორონავირუსის პანდემიამ ამ ტრადიციასაც დაამჩნია. ვიანიდან, ლა ლიგაში საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივრის დასწრება აკრძალულია, შესაბამისად, ძველი ჩვეულების კიდევ ერთხელ გამეორებას ვერ მოახერხებენ, თუმცა კლუბმა ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა.
ანდალუსიური კლუბის ოფიციალური საგულშემატკივრო მაღაზიაში გუნდის ლიდერების გამოსახულების სათამაშოები გაიყიდება, თითოეული მათგანის შეძენის შემთხვევაში კი, “ბეტისის” მესვეურები ერთ ასეთს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს გაუგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბის ოფიციალური Twitter-ის გვერდი ავრცელებს.
🏃♂️🏟😀👇
This year we couldn’t do our traditional stuffed toys rain, so we have something different.
For every toy bought by the fans, the Club will donate another for children in need.
➡ https://t.co/Sat0AHomRZ pic.twitter.com/e84KrjcUzG
— Real Betis Balompié (@RealBetis_en) November 30, 2020
ეს კი კლუბის ოფიციალური საგულშემატკივრო მაღაზიის ბმული, რომელზეც სასურველი ნივთის შეძენაა შესაძლებელი.