Belive

სასამართლომ ზუმა დასაჯა - ვესტ ჰემის ვარსკვლავს კატის ყოლა აეკრძალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Sun-ის მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ნაჩვენებია, რომ კურტ ზუმა საკუთარ კატას სახეში ურტყამს და სცემს, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ვესტ ჰემის” 27 წლის ცენტრალური მცველი, სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ სპორტსმენი დამნაშავედ სცნო. სასჯელის სახით, კურტ ზუმას 180 საათიანი საზოგადოებრივი შრომა მიესაჯა. ზუმას ასევე აეკრძალა კატის ყოლა 5 წლის ვადით და ჯარიმის სახით £9,000-ის გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში წამოწყებული ბულინგის ფონზე, სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა ფლაგმანმა (adidas) ზუმას სასპონსორო ხელშეკრულება გაუწყვიტა. adidas-ის პარალელურად, ოფიციალური განცხადება “ვესტ ჰემმაც” გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამარცხვინო საქციელის გამო, ზუმა მაქსიმალური თანხით (£250.000) დაჯარიმდა.

სხვა სტატიები