საქართველოს U21 ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ ცნობილია

საქართველოსა და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს 16 ნოემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე, ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო: გიორგი მამამრდაშილი – გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა გელაშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი გაგუა.

მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სილქ უნივერსალის ეთერში იქნება შესაძლებელი.

 

საქართველოს U21 ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ ცნობილია

სტატიის ავტორი
-