Belive

საქართველოს პოზიცია უცვლელია, ბელგია ისევ ლიდერობს - ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, 12 აგვისტოს მამაკაცთა ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ 27 მაისის შემდეგ ეს პირველად მოხდა, შესაბამისად ამ პერიოდში ისეთი დიდი სანაკრებო ფორუმები შედგა, როგორებიც ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, აფრიკის ეროვნებათა თასი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და სხვა დიდი თუ მცირე ტურნირებია, რის მერეც ბევრმა ქვეყანამ რეიტინგში პოზიცია შეიცვალა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამ პერიოდში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რუმინეთთან (2:1) იმარჯვა, ხოლო ნიდერლანდებთან (0:3) დამარცხდა. ამ ტესტ-მატჩების შემდეგ "ჯვაროსნებს" 4 ქულა შეემატათ და საერთო ჯამში არსებული 1264-ით კვლავინდებურად 91-ე პოზიციას იკავებს, ვიეტნამის ნაკრებს ერთი საფეხურით უსწრებს, ჰაიტის კი მინიმალურად ჩამორჩება. რაც შეეხება ლიდერთა შორის არსებულ მდგომარეობას, ტრადიციულად, პირველობას ბელგიელები არავის უთმობენ, მეორე პოზიცია კი ფრანგებმა ბრაზილიელებს გაუცვალეს. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ევროპის ვიცე და მოქმედი ჩემპიონები, შესაბამისად, იგნლისის და იტალიის ნაკრებები იკავებენ. მეექვსე პოზიციამდე აღზევდა არგენტინის ნაკრები, რომელმაც სამხრეთ აფრიკის კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა. საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს აშშ-ს ნაკრებს - ამერიკელები მეოცედან მეათე პოზიციამდე აღზევდნენ.

ფიფა - კოკა-კოლას რეიტინგის საწყისი ათეული ასე გამოიყურება:

სხვა სტატიები