დალიჩმა ავსტრიასთან მარცხის შემდეგ, გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ავსტრიასთან საშინაო მარცხის გამო, გულშემატკივრებს მოუბოდიშა:

,,ავსტრიის ნაკრებს ვულოცავ და ჩვენს გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. მიმაჩნია, რომ პირველი 30 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ მატჩში დაბრუნება რთული აღმოჩნდა – გუნდი დაიშალა. ავსტრიელები ჩვენზე სწრაფები და აგრესიულები იყვნენ,” – დალიჩის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.


ერთა ლიგის A დივიზიონის პირველი ჯგუფის შეხვედრაში ხორვატიამ ავსტრიას უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ხორვატიისა და ავსტრიის გარდა, ჯგუფში, ასევე, საფრანგეთისა და დანიის ეროვნული ნაკრებები ასპარეზობენ.

დალიჩმა ავსტრიასთან მარცხის შემდეგ, გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

სტატიის ავტორი
-