სან-მარინოს კაპიტანმა ცრემლები ვერ შეიკავა: “ამ ყველაფერს ჩემს ქვეყანას ვუძღვნი” (ვიდეო)

14 ნოემბერს, ერთა ლიგის მატჩები გაიმართა, სადაც D ჯგუფის მატჩში ისტორიული მოვლენა მოხდა.

ისტორიაში პირველად სან-მარინოს ნაკრებმა ზედიზედ 2 მატჩში არ წააგო.  მართალია, რომ მათ ჯგუფში გოლის გატანა ვერ შეძლეს და 3 ბურთი გაუშვეს, თუმცა გუშინ გიბრალტარის ნაკრებთან არ წაგება მათთვის ისტორიული გამოდგა და ამ მატჩის შემდეგ მათმა კაპიტანმა ცრემლები ვერ შეიკავა და ემოციური კომენტარი გააკეთა.

“ამ ისტორიულ შედეგს ვუძღვნით ჩვენს ქვეყანას და ჩემს ოჯახს. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის დაწერა. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა”. 

სან-მარინოს კაპიტანმა ცრემლები ვერ შეიკავა: “ამ ყველაფერს ჩემს ქვეყანას ვუძღვნი” (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-