Belive

სადიო მანე ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' თავდამსხმელი, სადიო მანე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინგლისურ კლუბს დატოვებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, სენეგალელ ფეხბურთელს ახალ გუნდში თამაში და ახალი გამოცდილება სურს. მისი გადაბირებით ,,ბაიერნი'' ინტერესდება, თუმცა მხარეები ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალებზე არ შეთანხმებულან. გუშინდელი ფინალის შემდეგ, As-მა მანეს კომენტარი გაავრცელა - თავდამსხმელმა ,,მერსისაიდელებს'', გულშემატკივრებსა და მთავარ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მანე ,,ლივერპულში'' 2016 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები