Belive

,,რუსეთის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ ვითამაშებთ'' - ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათი ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში თამაშს არ აპირებს:
,,ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩეხეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში რუსეთის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებს,'' - წერია განცხადებაში.
გუშინ შვედეთისა და პოლონეთის ფედერაციებმაც განაცხადეს, რომ რუსეთთან არცერთი მათგანი არ ითამაშებს. რუსეთსა და პოლონეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის მატჩი 24 მარტს, მოსკოვშია ჩანიშნული. იმავე დღეს შვედეთი ჩეხეთს ეთამაშება. წყვილებში გამარჯვებულები კი ერთმანეთს ფლეიოფის ფინალში დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები