რეალი ვინიციუსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მადრიდის “რეალი” ვინიციუს ჟუნიორს შეინარჩუნებს – ინფორმაციას Sport.es ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა და 21 წლის ბრაზილიელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ “რეალს” სურს, ვინიციუსს ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს – წელიწადში კი ბრაზილიელი შემტევი, დაახლოებით, 10 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, ცნობილია, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლების სურვილია, ბრაზილიელმა 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა “თეთრების” შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზე 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

რეალი ვინიციუსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

სტატიის ავტორი
-