Belive

რაიო ვალეკანოს საოცარი შედეგი - პსჟ-ზე, ბაიერნზე, სიტისა და რეალზე წინ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მიმდინარე სეზონი ჯერჯერობით ძალიან წარმატებულია "რაიო ვალეკანოსთვის", რომელიც 18 ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილში 30 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. აღსანიშნავი და გასაკვირია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში "რაიო ვალეკანო" ევროპის TOP 5 ჩემპიონატში, საკუთარ მოედანზე ყველაზე კარგად თამაშობს და იმაზე მეტი ქულები აქვთ დაგროვებული ვიდრე: "პსჟ-ს", "ბაიერნს", "დორტმუნდს"; "მანჩესტერ სიტის"; "სევილიას"; "არსენალს"; "ლივერპულს"; მადრიდის "რეალსა" და "ინტერს".
საქმე ისაა, რომ "რაიო ვალეკანოს" მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე 9 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 8 მატჩი მოიგო და 1 მატჩი ფრედ ითამაშა. ანუ, "რაიომ" სახლში ნათამაშები მატჩებიდან და შესაძლო 27 ქულიდან დააგროვა 25 ქულა. საინტერესოა შეძლებს თუ არა "რაიო ვალეკანო" ამ საოცარი ფორმის შენარჩუნებას და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას...  

სხვა სტატიები