Belive

"ქართველები პირველ ტაიმში აქტიურობდბნენ, მაგრამ მეორე ტაიმში გატყდნენ" - როგორ გამოეხმაურა ნიდერლანდური მედია მატჩს?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდურმა მედიამ მატჩი შეაფასა და როგორც თავიანთი, ისე მეტოქე გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილა. "საქართველოს ნაკრები საკმაოდ მოკრძალებული გუნდია, თუმცა ფრანკ დე ბურმა მათ წინააღმდეგ სათამაშოდ ხუთმცველიანი ტაქტიკა აირჩია. მეათე წუთზე მემფის დეპაიმ 11 მეტრიდან ზუსტად გაიტანა და 2013 წელს რობინ ვან პერსის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრების მიჯრით ოთხ შეხვედრაში შეაგდო. მალე მას დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გიორგი ლორიამ გონივრულად იმოქმედა და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ქართველები გააქტიურდნენ და ნიდერლანდების ნაკრების საჯარიმოშიც რამდენჯერმე გამოჩნდნენ. ზუსტად ოცდამეათე წუთზე ვალერიან გვილიას გათანაბრება შეეძლო, თუმცა ვარშავის "ლეგიას ნახევარმცველის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. თანდათანობით, მეორე ტაიმში საქართველო გატყდა, რამაც "ნარინჯისფერებს" უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა. ქართველებს გოლის გატანის საუკეთესო შანსი მეორე ნახევრის მიწურულს მიეცათ, როცა ჯაბა ჯიღაურის დარტყმული ხარიხას მოხვდა", - წერს - .voetbalzone.nl-ი. ნიდერლანდების ნაკრების მხრიდან ვილი სანიოლის გუნდის კარში გოლის გატანა მემფის დეპაიმვოუტ ვეგჰორსტმა და რაიან გრავენბერხმა შეძლეს. “ჯვაროსნებმა” ივნისის შეკრება ამხანაგურ შეხვედრებში თითო გამარჯვებითა (რუმინეთთან – 2:1) და მარცხით დაასრულეს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკვე ოფიციალური ტურნირის ეგიდით, 2 სექტემბერს, ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები