პრემიერლიგა ახალ ტექნოლოგიას დათანხმდა

ინგლისის “პრემიერლიგაში” ახალი ტექნოლოგია დაინერგება.

ვიდეო რეფერი მომავალ სეზონში ინგლისსაც გადასწვდება. აღნიშნული ინფორმაცია Goal.com-მა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დასაწყისში VAR-ი ესპანეთში დაინერგა. ის 2018 წლის მუნდიალზეც გამოიყენეს. იტალიის “სერია ა”-ში და გერმანიის “ბუნდესლიგაში” კი, ვიდეო რეფერის წინა სეზონშიც იყენებდნენ. Uefa-ს ჩემპიონთა ლიგაზე კი VAR-ს მიმდინარე სეზონის მერვედფინალიდან  დანერგავენ.

პრემიერლიგა ახალ ტექნოლოგიას დათანხმდა

სტატიის ავტორი
-