Belive

პოლონეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელი რუსეთთან თამაშის წინააღმდეგია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფში თამაშზე უარს ამბობენ:

,,ჩვენ, პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელემა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ რუსეთთან ფლეიოფში არ ვითამაშებთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ცხოვრებაში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. ფიქრებით უკრაინელ ხალხთან და ჩვენს მეგობართან, ტომაშ კენძიორასთან ვართ, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად კიევშია,'' - პოლონეთის ნაკრების პოზიცია ,,ასტონ ვილას'' ფეხბურთელმა, მეტი კეშმა გაავრცელა.
პოლონეთის ნაკრების პრესსპიკერის თქმით, გუნდი ტექნიკური მარცხისთვისაც მზადაა. დღეს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჩეზარი კულეშამ, განაცხადა, რომ პოლონელები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფის შეხვედრას არ ჩაატარებენ. განცხადებას რობერტ ლევანდოვსკიც გამოეხმაურა: ,,ეს სწორი გადაწყვეტილებაა! ასეთ სიტუაციაში, როცა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება, რუსეთთან თამაში ვერ წარმომიდგენია. ამაზე პასუხისმგებლები რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები არ არიან, მაგრამ, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ, თითქოს, არაფერი ხდება.”
რუსეთსა და პოლონეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის მატჩი 24 მარტს, მოსკოვშია ჩანიშნული.

სხვა სტატიები