პიკემ და შაკირამ დაშორების შესახებ განაცხადეს

კატალონიის ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ და ცნობილმა მომღერალმა, შაკირამ, დაადასტურეს, რომ მათი 12-წლიანი ურთიერთობა დასრულებულია.

,,ვწუხვართ იმის დადასტურებით, რომ ვშორდებით. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გთხოვთ, რომ ჩვენს კონფიდენციალობას პატივი სცეთ. მადლობა გაგებისთვის,” – წერია წყვილის განცხადებაში.


ესპანური მედიის ცნობით, წყვილის დაშორების მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა. პიკე და შაკირა ურთიერთობაში 2011 წლიდან იყვნენ, მათ ორი შვილი – მილანი (9 წლის) და საშა (6 წლის) ჰყავთ.

პიკემ და შაკირამ დაშორების შესახებ განაცხადეს

სტატიის ავტორი
-