Belive

ფრენკი დე იონგი: "ბარსელონა ჩემი ოცნების გუნდია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა:
"მირჩევნია, რომ ესპანეთში დავრჩე, რადგან "ბარსელონა" ბავშვობიდან ჩემი საოცნებო კლუბია. ჩემი არჩევანის გამო არასდროს მინანია, მიუხედავად იმისა, რომ ტიტულების კუთხით, აქ უფრო მეტის იმედი მქონდა," - ამბობს დე იონგი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი ნახევარმცველით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. ინგლისური გუნდი მზადაა, დე იონგი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

სხვა სტატიები