ფიფამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ოფიციალური განცხადებით დაგმო და დაზარალებულების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, უეფასთან კოორდინაციით, ფიფასა და ექვსი კონფედერაციის პრეზიდენტებმა რუსეთის საფეხბურთო ნაკრების დასჯის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს:
- საერთაშორისო დონის არცერთი მატჩი არ ჩატარდება რუსეთის ტერიტორიაზე. შეხვედრები გაიმართება ნეიტრალურ მოედანზე, მაყურებლის გარეშე.
- რუსეთის საფეხბურთო ნაკრები იასპარეზებს არა რუსეთის, არამედ ,,რუსეთის საფეხბურთო კავშირის”
- სახელით.რუსეთის საფეხბურთო კავშირი მატჩებს ჰიმნისა და დროშის გარეშე ჩაატარებს.
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, ასევე, დასძენს, რომ იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია მალე არ გამოსწორდება, მზადაა, სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელოს.
ფიფას გადაწყვეტილებამდე, ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებმა განაცხადეს, რომ მათი ნაკრებები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში თამაშს არ აპირებენ.
Bureau of the FIFA Council takes initial measures with regard to war in Ukraine
▶️ https://t.co/JoHzwIajiX pic.twitter.com/BarqeIDYaP
— FIFA Media (@fifamedia) February 27, 2022