ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა.
2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი არიან:
ტიაგო ალკანტარა – მიუნხენის “ბაიერნი”/”ლივერპული”
კრიშტიანუ რონალდუ – ტურინის “იუვენტუსი”
კევინ დე ბრუინი – “მანჩესტერ სიტი”
რობერტ ლევანდოვსკი – მიუნხენის “ბაიერნი”
კილიან მბაპე – “პსჟ”
ნეიმარი – “პსჟ”
ლიონელ მესი – “ბარსელონა”
სერხიო რამოსი – მადრიდის “რეალი”
სადიო მანე – “ლივერპული”
მოჰამედ სალაჰი – “ლივერპული”
ვირჯილ ვან დაიკი – “ლივერპული”
ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ის 25 ნოემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.
2019 წელს, საუკეთესოს წოდება “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების კაპიტანს ლიონელ მესის ერგო.